Jump to content
Search In
  • More options...
Find results that contain...
Find results in...

AIO Mobile Ready

We have Released Mobile Apps for Android & iOS. Feel free to give it a try. iOS Version still Beta, so you have to download it via TestFlight.
Download iOS Download Android
  • Welcome to AIO ?

    Please Sign Up in case to unleash all the powers of AIO. Welcome to Family?.


    (0 reviews)

    რა არის აიო?

    მოგესალმებით მეგობრებო, ალბათ წააწყდით რეკლამას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაიწყო "მუშაობა" : )

    მოკლედ,  რის თქმა მინდა,  ეს პროექტი იქმნება საქართველოსთვის, ქართველისგან. პროექტს

    აქვს უზარმაზარი პერსპეკტივა და პოტენციალი მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ სწორად გამოიყენებს თითოეული მომხმარებელი. აიოს მიზანია მიაღწიოს  მაღალტექნოლოგიურ განვითარებას საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში,  არამედ აქვს მსოფლიო მაშტაბის ამბიციაც კი.

     

    მინი მიმოხილვა , თუ რას მოიცავს  პროექტი და რა  შესაძლებლობისაა იგი

    ფორუმი

    ფორუმი არის  საკომუნიკაციო წყარო, რომელიც გამოირჩევა და განსხვავდება თავისი კეთილთვისებებით რომელი დღემდე ვერაფერმა ჩაანაცვლა, როგორიცაა პოსტი და ტოპიკი, მაგალითად გაინტერესებს "როგორ შევქმნათ საიტი?" იქმნება ტოპიკი და მოყვება გამოხმაურება რათქმაუნდა დაუყონებლივ აიოს პერსონალისგან და ასევე აიოს წევრებისგან შესაბამისი პასუხით მაქსიმალური ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებით თავისი შესაძლებლობის და პლიუსის მეშვეობით რომელიც არის "CKEDITOR" და რა არის ეს, მაგალითად იძლევა საშუალებას ფონტის ცვლილებისა ან ბმულის მიმაგრების და სხვადასხვა წვრილმან შესაძლებლობებს, მნიშვნელოვან ფუნქციონალთან ერთად რადგან პასუხი ტოპიკზე იყოს მაქსიმალურად ამომწურავი და გასაგები. ამის საშუალებას ლაივ მესენჯერები მაგალითად Facebook Messenger, instagram Messenger და ასე შემდეგ არ გაძლევთ მაგის საშუალებას. 

    გარდა ამისა ბევრი სხვა დადებითი მახასიათებლები გააჩნია ფორუმს რომელსაც სურვილისა და ინტერესისამებრ  გამოიყენებთ.

     

    კლუბები

    კლუბებს აქვს უჩვეულო მახასიათებელი, კლუბი,  თვითონ სიტყვა,  გვკარნახობს თუ , დაახლოებით ,რა არის ეს , მაგრამ მე შევეხები თითოეულ მნიშვნელოვან ფუნქციას "კლუბში "  და განვმარტავ, თუ როგორ გამოიყენოთ ან რაში გამოგადგებათ  იგი.

     ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია  შექმნას კლუბი და იგივეა რაც დაახლოებით "Facebook Group & Page", მაგრამ რით ჯობს მაგას? იმით რომ  ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შექმნას ფასიანი ან უფასო კლუბი, საკომისიოს დაწესება კლუბში გაწევრიანებისათვის, ერთჯერადი და ასევე სისტემატური  X პერიოდში ერთხელ, შიდა მინი აიოს პლატფორმა, რომელსაც აქვს საკუთარი ფორუმი, გალერეა, ივენთები და ყველა ის უნიკალური თვისება, რაც აიოს სრულ პროექტს გააჩნია.

          შესაძლებელია ყველა ფუნქციონალის მორგება მხოლოდ კლუბის წევრებზე და ,რაც მთავარია , არაფერი არ უნდა კლუბის შექმნას გარდა ღილაკის  -"კლუბის შექმნა" !                                                                                                                                                                                              შესაძლებელია 5 ტიპის კლუბის შექმნა,  მაგ., "საჯარო" "პირადი" და ა.შ

    მოკლედ , თუ ყურადღებით გადაათვალიერებთ კლუბის თითოეულ ფუნქციონალს, აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველ პირობებსა და გარემოს.

     

    ვიდეოები

    ვიდეოები არის უნივერსალური სექცია,  რომელიც მოიცავს ფილმებს, სთრიმებსა და პირად ვიდეო პორტალსაც კი.

          შესაძლებელია მისი გამოყენება ნებისმიერი განხრით.

    • ფასიანი & უფასო ვიდეოს ატვირთვა
    • ფილმის განთავსება
    • პირადი ვიდეოს ატვირთვა.სთრიმის დადება და ინტეგრირებულია ,"Twitch" "Smashcast" "Mixer" ის პლატფორმებზე რომელიდანაც მარტივად დალინკავთ თქვენ სთრიმს და ონლაინში გასვლისას ავტომატურად აიოს ვიდეო სექციაშიც გაისთრიმება. ფასიანი & უფასო სთრიმის დადება ფასიანი & უფასო პირადი ვიდეოს განთავსება და სხვა მრავალი რამ.  დიდი ახსნა განმარტება ,არამგონია, ვიდეო სექციას სჭირდებოდეს.

     

    კალენდარი

    კალენდარს აქვს საინტერესო და სახალისო ფუნქციონალი, მაგალითად,  ზიხარ ან სხედხართ სამეგობრო, მშვიდ საღამოს და ვერ გეგმავთ ვერაფერს, თუ სად გსურთ გართობა ან დროის გატარება.

    კალენდარი დაყოფილია კატეგორიებად, მაგ: საცეკვაო კალენდარი, კლუბური კალენდარი, რომანტიული კალენდარი, და ასე შემდეგ. დღითი დღე დაემატება ახალი კალენდარი და რა ხდება მანდ: ნებისმიერი ივენთის თვალყურის დევნება დაფიქსირება შემდეგი პოზიციებით

    "მივდივარ" "არ მივდივარ" "ჯერ არ ვიცი" 

    მოკლედ,  მარტივად და ლამაზად გამოგიქვეყნებთ თქვენთვის საინტერესო ივენთებს - ღონისძიებებს, გასართობ ატმოსფეროებსა და სასურველ გარემოებებს, სადაც უბრალოდ თვალს გადაავლებთ და დიდი ალბათობით თვალსაც დაადგამთ რომელიმეს : ))

     

    გადმოსაწერი

    გადმოსაწერი სივრცეა განკუთვნილია ნებისმიერი ფაილისთვის რომელიც შეიძლება გადმოიწეროს, ეს იქნება რაიმე წიგნი თუ პროგრა, არანაირი მნიშვნელობა ამას არა აქვს.

    ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ფასიანი & უფასო ფაილის განთავსება,  დაადოს სპეციფიური განახლების პირობები, მაგალითად, თვეში 5 ლარი ან ერთჯერადი გადასახადი. მომხმარებელი გადაიხდის თუ არა შესაბამის თანხას,  დაუყონებლივ გაეხსნება გადმოწერის ღილაკი საიდანაც გადმოიწერს "სელერის" მიერ განთავსებულ პროდუქტს. მოკლედ ,მარტივი სივრცეა არაფერი განსაკუთრებული რასაც ეს მიმოხილვა არ ახსნის და განმარტავს.

     
    ბლოგები განკუთვნილია ბლოგერებისთვის, მაგალითად, ჟურნალისტებისთვის, პირადი ბლოგერებისთვის და ნებისმიერი მომხმარებლისთვის,  რომელიც სისტემატიურად აკეთებს ნებისმიერ საკითხზე რაიმე სახის განაცხადს და პირად აზრს აფიქსირებს.
    • შესაძლებელია ფასიანი & უფასო ბლოგის განთავსება
    • ოპტიმიზაცია საკუთარ სურვილებზე
    • პირადი & საჯარო ბლოგი და ა.შ.

     

    გალერეა

    გალერეა ფოტო სექციაა, სადაც შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს,  ნებისმიერი ალბომის შექმნა, საჯაროსი თუ დახურულის და ატვირთვა უმაღლესი ხარისხის სურათების,  რომლებსაც აქვს მინი ფუნქციონალი, კომენტარის დაწერა, შეფასება 5 ვარსკვლავიანი, განხილვა, ფოტო

    ინფორმაციის ამოღება, მაგ: რით არის გადაღებული და სხვა დეტალური მახასიათებლები სურათის და ა.შ

     

    ტურნირები

    ტურნირები განკუთვნილია ნებისმიერი ტურნირის ჩასატარებლად, ეს იქნება სირბილში,  გასწრება თუ ელექტრონული სპორტის ტურნირი, არ აქვს მნიშვნელობა, შესაძლებელია გუნდების შექმნა, რეგისტრაცია, თითოეულ გუნდს აქვს საკუთარი სტატისტიკა "მოგება, წაგება,ქულები, რეიტინგი და ა.შ"

    ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია განათავსოს საკუთარი ტურნირი და იდეალურია მათთვის,  ვისაც სურს ფასიანი ტურნირების ჩატარება, მაგალითად League of Legends, თამაშის ძირითადი პრინციპია, 5 მოთამაშისგან შედგენილი გუნდი უპირისპირდება სხვა გუნდს, გამარჯვებული გადადის შემდეგ ტურში.

    თუ გაქვს სურვილი ჩაატარო ტურნირი ფასიანი, საპრიზო ფონდით შესაძლებელია მაგალითად შემოწირულობის ანუ დონაციის ვიდჯეტის გაკეთება, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება თანხის ჩარიცხვა განუსაზღვრელისა თუ განსაზღვრულის. სასურველი თანხის შევსებისას გაიმართება ტურნირი და გამარჯვებულს მიენიჭება შესაბამისი პრიზი.

     

    ჩეთბოქსი

    ჩეთბოქსი არის უმარტივესი რამ, ლაივ-მესენჯერი სადაც ყველა ერთად წერს და კითხულობს, არაფერი პირადული.

     

    აქტივობები

    გვერდი,  სადაც ნახავთ ნებისმიერ აქტივობას ერთად სრულ პლატფორმაზე ან შექმნით საკუთარ სთრიმს,  სადაც გამოგიჩენთ მხოლოდ სასურველ სიახლეებს და აქტივობებს ფილტრაციის მიხედვით.

     

    ბოლტი⚡

    ბოლტი არის აიოს უნიკალური "ვალუტა" ქულების სისტემა, რომელსაც გამოიმუშავებს თითოეული მომხმარებელი თავისი აქტივობიდან გამომდინარე, მაგ : ტოპიკის შექმნისას +1 ბოლტი, მოწონების მიღებისას +2 ბოლტი და ა.შ.

    ბოლტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ბოლტის მაღაზიაში, რომლითაც შეგიძლიათ ან წამახალისებელ ფუნქციონალში გამოიყენოთ ან რეალურ თანხაში გადაცვალოთ და შემდეგ გაანაღდოთ ის.

    ჯერ ბეტა ვერსიაა და არ არის ხმარებაში აქტიურად, იტესტება.

     

    ეს ყველაფერი, რაც ჩამოვწერე არის, ალბათ, აიოს 10-15%,  დღითი- დღე მივამატებთ დოკუმენტაციებს და ახსნა განმარტებებს, განახლებებთან ერთად.

     

    ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაწერეთ კომენტარი ან დამიკავშირდით, სიყვარულით @Evening Star

     

    ძალიან მალე დაემატება შემდეგი აპლიკაციები:

     

    • მარკეტი + აუქციონი, პირადი კომერციული.
    • ლაქსარია - რაფლი დაემატა.
    • მას დონაცია დაემატა.
    • გემბლინგ ბოლტებზე
    • მუსიკალური პორტალი
    • პირადი მარკეტი
    • სერვის მარკეტი
    • შიდა საბანკო სისტემა
    • ინტერნეტ კურსები
    • ინტერნეტ სკოლა
    • და ბევრი სხვა რამ, რასაც,  ვფიქრობთ ჯერ,  დავაანონსოთ თუ არა :).

     

    Edited by Evening Star




    User Feedback

    Create an account or sign in to leave a review

    You need to be a member in order to leave a review

    Create an account

    Sign up for a new account in our community. It's easy!

    Register a new account

    Sign in

    Already have an account? Sign in here.

    Sign In Now

    There are no reviews to display.


  • Crowdfunding Projects

  • Clubs

  • Who's Online   1 Member, 0 Anonymous, 16 Guests (See full list)

  • Member Statistics

    4,972
    Total Members
    99
    Most Online
    Jens Zaman
    Newest Member
    Jens Zaman
    Joined
×